სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ახალი საბადრაგო სამსახურის ავტოპარკი და ოფისი გახსნა. ავტოპარკში განთავსებული მანქანები გათვლილია, როგორც არასრულწოვნების, ასევე ქალებისა და ყველა რისკის სრულწლოვანი მამაკაცების გადასაყვანად.
ამასთან ერთად შემოყვანილია, თანამედროვე სტანდარტის რეანონმობილები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში მსჯავრდებულების სწრაფ და უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფს.
შესყიდული მანქანების რაოდენობასა და დახარჯული თანხის ზუსტ ციფრს უწყებაში არ ასახელებენ.