20 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"პანორამა თბილისის წინააღმდეგ 2 დღეში სამოქალაქო აქციები განახლდება,"- პარტიზანი მებაღეები

"პანორამა თბილისის წინააღმდეგ 2 დღეში სამოქალაქო აქციები განახლდება," - ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ გააკეთა. 

ფერაძე ამბობს, რომ  თბილისში დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობის შესაჩერებლად როგორც არასამთავრობო სექტორის ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უნდა იაქტიურონ. 

სწორედ ამ მიზნით არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები თავისუფალ დემოკრატებს შეხვდნენ. ნატა ფერაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში შეხვედრები სხვა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიებთანაც გაიმართება. 

"არ უნდა იყოს ამ პროცესში მხოლოდ სამოქალაქო, ან მხოლოდ პოლიტიკური ნაწილი აქტიური. აუცილებელია ორივეს ერთობლიობა. შევხვდებით ყველა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელს. 2 დღეში იწყება სამოქალაქო აქციები. ვმსჯელობთ როგორ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში პარლამენტი, მერია და საკრებულო," - განაცხადა ნატა ფერაძემ.

დღესვე ცნობილი გახდა ისიც, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პანორამა თბილისის შესახებ მოპოვებული დოკუმენტაცია შესასწავლად იურისტებს გადასცეს. როგორც ისინი ამბობენ, იურისტების მითითებებით შესაძლებელია პროექტის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყოს. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები