ხმაური იყო დღეს ბათუმში საბაგირო გზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე მოძრავ მიკროავტობუსებს ტერიტორიაზე გაჩერება და მგზავრთა აყვანა აეკრძალათ.
მძღოლები ამბობენ, რომ ამის გამო მომხმარებლებს კარგავენ. კონტროლის გამკაცრებას ბათუმის მერიაში ტურისტულ სეზონზე მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგებით ხსნიან.