20 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
სოფელ დიღმის მოსახლეობა GWP არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს

სოფელ დიღომში, უგრეხელიძის ქუჩის მაცხოვრებლები დაზიანებული წყლის მილის შეკეთებას მოითხოვდნენ.

დაზიანებული მილი კომპანიის თანამშრომლებმა კურიერის გადამღები ჯგუფის ადგილზე მისვლის შემდეგ შეაკეთეს.

GWP-ში აცხადებენ, რომ კომპანიას სოფელში ახალი ქსელების გაყვანის პროექტი უკვე დაწყებული აქვს.

ადგილობრივებმა სოფელში არსებული სხვა პრობლემების მოგვარებაც მოითხოვეს.

 
დღის ამბები