დღეს მარტვილის რაიონში ხმაური იყო. სოფელ ტალერში ადგილობრივებმა ელექტროენეგიის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი თქმით, სოფელს კვირაში ხუთი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მოსახლეობის განცხადებით, სოფელში არც გაზიფიკაციის პროცესი დაწყებულა.
მოსახლეობის პრეტენზიებს ენერგო-პრო ჯორჯიაში უპასუხეს, სადაც ხაზი გაუსვეს, რომ არსებული ვითარება კომპანიაში შექმნილ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.
„კომპანიაში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, რაც გამოიწვია იმან, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, კომპანიას გაუძვირდა შესასყიდი ელექტროენერგია. ამის გამო თითქმის ყველა ტექნიკური სამუშაოები შეჩერებულია,“ - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთანდილ დვალიშვილმა.