თბილისში, პეკინის ქუჩაზე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივი მოსახლეობა ბაგა-ბაღის შენობის დანგრევას და მის ადგილზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეები მერიას დახმარების თხოვნით მიმართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციების გამართვას აპირებენ.