20 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
მარიხუანის დეკრიმინალიზაციას დეპუტატებმა ჯერ მხარი დაუჭირეს, შემდეგ კი ჩააგდეს

მარიხუანას დეკრიმინალიაზაციის საკითს ჯანდაცვის კომიტეტში 5-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. მხარდამჭერების რაოდენობა საკითხის გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა, თუმცა კენჭისყრა კომიტეტის თავმჯდომარემ შეწყვიტა და 5-წუთიანი შესვენება მოითხოვა. მეორე კენჭისყრის დრო საკითხი ჩავარდა.

გოგა ხაჩიძის ინიცირებული კანონპროექტი მარიხუანას მომხმარებლებისთვის სასჯელის სახით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას და ჯარიმების შემცირებას ითვალისწინებს.

ნარკოლოგების ნაწილი ამ ინიციატივას მხარს ღიად უჭერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კი გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკითხი პირველი მოსმენით სესიაზე, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გავა.

 

ავტორი: თათია ხორბალაძე

 
დღის ამბები