არასამთავრობო სექტორი სამართალდამცევლთა მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევისა და ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
შეკითხვები მათ ბოლო კვირების განმავლობაში აქციებზე მომხდარ დაკავებებთან დაკავშირებით აქვთ.
მესამე სექტორი მთავრობას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას ახსენებს.
მესამე სექტორის ყურადღების ცენტრში რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოსთან პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართუილი აქცია მოექცა, რომელიც 10 ადამიანის დაკავებით დასრულდა.
არასამთავრობოები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ ორი დღის წინ მთავრობის კანცელარიასტან დაკავებული დემონსტრანტების გამოც, რომლებიც ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ.
არასამთავრობო სექტორმა დღეს პარლამენტსაც მიმართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დაბარება მოითხოვა.
საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პირების დაბარების მოთხოვნას ოპოზიციაც უერთდება. მმართველი გუნდი პარლამენტში კი ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე