20 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
X ფაქტორი 2015 - გიორგი ნაკაშიძე, შოუს აღმოჩენა კი გიგო გახდა

90 ათასი შემოსული ზარიდან ხმების ნახევარზე მეტი გუშინ გიორგი ნაკაშიძემ მიიღო, რამაც კონკურსანტის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

მაყურებელმა სამთვიანი მარათონის შემდეგ X ფაქტორი გამოავლინა და ბათუმელი "კეთილი ჯარისკაცი" მეგაშოუს რჩეული გახდა.

"რიგითი ნაკაშიძე" X ფაქტორის შემდეგაც დიდ სცენაზე გეგმავს დარჩენას, მით უმეტეს, რომ მომღერლის კარიერის გასაგარძელებლად ძლიან დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.

მეგაშოუს ფინალში მონაწილე არცერთი კონკურსანტი საჩუქრის გარეშე არ დარჩენილა. 

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით კი, 2015 წლის Xფაქტორის აღმოჩენა ტელეწამყვანი გიგოა. 

 

ავტორი: სალომე ბენაშვილი 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები