4 დღის წინ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 53 წლის ვაჟა თოთლაძე თავისუფალია. ის უკვე სახლში დაბრუნდა.
ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული თოთლაძე ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
ვაჟა თოთლაძე ამბობს, რომ ის პარასკევს ორმა რუსმა ოკუპანტმა საკუთარი მიწის ნაკვეთზე ყოფნის დროს დააკავა.