20 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
საზღვრის გადაკვეთისთვის ორი ეთნიკურად აზერბაიჯანელი დააკავეს

სოფელ სადახლოში მცხოვრები ორი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე დააკავეს სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტთან.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდები მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც მათ საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მოხდა მათი დაპატიმრება.

სადახლოს რწმუნებულის თქმით, სომეხი და ქართველი მესაზღვრეების მოლაპარაკებების შედეგად დაკავებული ახალგაზრდების გამოშვება რამდენიმე საათში მოხერხდა - მათ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.

 

 
დღის ამბები