გარდაბანში ახალი ელექტროსადგურის გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა ენერგეტიკის მინისტრმა.
კახი კალაძემ ელექტრო ქვესადგურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ელექტორენერგია საზღვრებს გარეთ გავიდეს.
„ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარებული და დივერსიფიცირებული ენერგო სექტორი და თანამედროვე და საიმედო ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ მოვახერხოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება არა მხოლოდ შიდა ბაზარზე, არამედ მოვახერხოთ მისი გატანა,“ - განაცხადა კახი კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ელექტრო ქვესადგური აგხსნა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
„ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. აღსანიშნავია, რომ პროექტი დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამასთანავე სიმძლავრე, რომლის გამომუშავებაც მოხდება დაგეგმილზე მეტი იქნება,“- განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ტანერ ილდიზიმ.
შეგახსენებთ, რომ გარდაბანში ახალი ელექტროსადგურის ტექნიკური გაშვება დაიწყო.