20 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
"პრაქტიკულად ეს გახლავთ ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი," - გარდაბანში ელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის 231 მილიონი ლარი გამოიყო და  პროექტს საპარტნიორო ფონდი და მისი შვილობილი- ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახორციელებს.

მშენებლობა 2014 წლის იანვარში დაიწყო.

„ეს გახლავთ 239 მეგავატის თბოელექტროსადგური, რომელიც წლიურად გამოიმუშავებს მილიარდ 600 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიას. პრაქტიკულად ეს გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არამარტო ყველაზე დიდი ენერგეტიკული ობიექტი, არამედ ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი და თითოეულ ჩვენგანს, ვინც ვმონაწილეობდით ამ პროექტის მშენებლობაში გვეამაყება, რომ ესეთი მნიშვნეელოვანი ენერგეტიკული ქალაქი ავაშენეთ საქართველოსთვის“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გარდაბანში ახალი ელექტროსადგურის ტექნიკური გაშვება დაიწყო. ბუნებრივ აირზე მომუშავე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური 237 მეგავატის სიმძლავრისაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები