მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობდნენ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე მსახიობის ოჯახის წევრები და მეგობრები.
გარდაცვლილის მეუღლემ ექპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა და განმარტა, რომ მსახიობი გულის ინფარქტით გარდაიცვალა.
„ყველამ მინდა იცოდეთ, რომ კოტე თოლორდავა არ გაპარაულა წამალში, ნარკოტიკები არაფერ შუაში არ არის და ის დაიღუპა ინფარქტით,“ - განაცხადა განო მელითაურმა.