20 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
„თბოელექტროსადგური არ არის ერთადერთი წყარო, საიდანაც ენერგო პრო ჯორჯია შეისყიდის ელექტროენერგიას," - ირინა მილორავა

ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა მიუხედავად ამისა კომისიის წევრებმა გადაწყევტილების მიღება მაინც შეძლეს. გადაწყვეტილების მიხედვით უკვე 1 აგვისტოდან თბოელექტრო სადგურებისთვის ტარიფი გაიზრდება.

„თბოელექტროსადგური არ არის ერთადერთი წყარო, საიდანაც ენერგო პრო ჯორჯია შეისყიდის ელექტროენერგიას. ენერგო პრო ჯორჯია შეისყიდის დაახლოებით 50-მდ ჰიდროელექტრო სადგურიდან და თბო ელექტროსადგურიდან, მათ შორის იმპორტირებულ ელექტროენერგიასაც შეისყიდის. ამის გათვალისწინებით, ჯობია რომ ხვალ კონკრეტული ინფორმაცია, გათვლები მოვისმინოთ სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.

დღის ამბები