20 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
საბურთალოზე მიწის მასა ჩამოიშალა - დაზიანდა საცხოვრებელი ოთახი და ავტოფარეხი

ნგრევა თბილისში. საბურთალოზე, ნადარეიშვილის ქუჩაზე ნაყარი მიწა ჩამოიშალა. შემთხვევის დროს დაინგრა ავტოფარეხი და დაზიანდა ავტომობილი, რომელიც მასში იყო მოთავსებული.

ასევე დაინგრა საცხოვრებელი ფართი, სადაც სტუდენტი გოგონა ცხოვრობდა. საბედნიეროდ, ნგრევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სამშენებლო კომპანია ორიგონს ტერიტორიიდან მიწა გაჰქონდა.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ნაყარი მიწა უნდა გატანილიყო. თუმცა, ადგილობრივების მოთხოვნით, მიწის გატანა არ მოხდა.  

კომპანია ორიგონში ამბობენ, რომ  ადგილობრივები იმ ტერიტორიის დაკანონებას გეგმავდნენ.  

ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა საბურთალოს გამგებელიც, რომელიც ამბობს, რომ მომხდარს ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის. 

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, კი მოითხოვს, რომ მშენებლობების ნებართვების გაცემა აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მოხდეს. 

"გაუგებარია, ჰყავს თუ არა ამ ქალაქს პატრონი. ამდენი უკანონო მშენებლობა დაუშველებია," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

 

 

 
დღის ამბები