20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
სტიქია კახეთში - მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული სახლები და განადგურებული მოსავალი

ძლიერი სეტყვა და ქარი კახეთში. სტიქიამ თელავისა და ყვარლის რაიონები დააზარალა.

ძლიერმა ქარმა სოფელ ნაფარეულში ხეები წააქცია, რის გამოც ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებული ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.

სეტყვამ ვენახები და საზამთროს ბაღები გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობის გამო გლეხები წლევანდელი მოსავლის გარეშე დარჩნენ.

ძლიერმა ქარმა ასევე დააზარალა სოფელ სანავარდოში რამდენიმე ოჯახი. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის, რის შემდეგაც დაზიანებული სახლების აღდგენა დაიწყება.

 
დღის ამბები