02 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
25 წლამდე მამაკაცი გვიან ღამით მტკვარში გადახტა

25 წლამდე მამაკაცი გადახტა გვიან ღამით მტკვარში. ინციდენტი ორთაჭალ ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთერთი ვერსიით, ახალგაზრდა ნასვამი იყო და მდინარეში მეგობრებთან კამათის შემდეგ გადახტა.

იგი მტკვრიდან სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით ამოიყვანეს. მას ადგილზევე აღმოუჩინეს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

 

 
დღის ამბები