20 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ძლიერი წვიმა და დაზარალებული ოჯახები გურჯაანში

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფებია დატბორილი. იქ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება. განსაკუთრებით დაზარალდა ათამდე ოჯახი.

ადგილობრივთა თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად ხევი ადიდდა, სანიაღვრე არხებმა კი წყალი ვერ გაატარა, რის გამოც წყალმა შიდა გზები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. 

 
დღის ამბები