20 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
კახეთი სტიქიის შედეგებს ითვლის

კახეთი სტიქიის შედეგებს ითვლის. ღამით ამოვარდნილმა ქარმა და დიდმა ნალექმა რამდენიმე რაიონი დააზარალა. გურჯაანში რამდენიმე ოჯახი სარჩოს გარეშე დარჩა.

სოფელ ახაშენში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.

ამოტუმბვითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ახაშენის ხევი ადიდდა და სანიაღვრე არხებმა წაყლი ვერ გატარა.

მოსახლეობის განცხადებით, არხები დიდი ხანია, აღარ იწმინდებოდა.

წყლმა ასევე დაფარა სოფელ ახაშენში გამავალი სარკგინიგზო მაგისტრალი.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

 
დღის ამბები