შეძლებენ თუ არა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრები საკუთარი დიპლომების აღიარებას, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. მათ ნაწილს დოქტორანტურაში ჩაბარებაზე უარს ეუბნებიან.
თუკი სახელმწიფო მათ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს არ აღიარებს, შესაძლოა, მაგისტრის წოდების გარეშე რამდენიმე ასეული ყოფილი სტუდენტი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებიც, დარჩნენ.
დღეს თბლისის მერიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დავით ნარმანიას სწორედ ეს დიპლომი აქვს, არ დაადასტურეს.
პრესამსახურის ინფორმაციით, დავით ნარმანიას ჯიპაში არ უსწავლია.