პირველად საქართველოში, კურორტ თეთნულდზე, 12 თებერვალს ფრირაიდის მსოფლიო ტურის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება - ინფორმაციას ამის შესახებ მთის კურორტები ავრცელებს:
"პირველად საქართველოში, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის კვირეულის ფარგლებში, 12 თებერვალს ფრირაიდის მსოფლიო ტურის დასკვნითი , საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება.
საკვალიფიკაციო ეტაპები მოიცავს ორ შეჯიბრს. ორ ვარსკვლავიან შეჯიბრს საქართველომ ღირსეულდ უმასპინძლა. 12 თებერვალს კი 4 ვარსკვლავიანი შეჯიბრი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 20 ქვეყნის 120 სპორტსმენი მიიღებს, მათ შორის კი იასპარეზებს ერთადერთი ქართველი სპორტსმენი შაკო მარგიანი, რონელმაც ორ ვარსკვოავიან შეჯიბრში წარმატებით გამოსვლის შედეგად მიიღო მონაწილეობის უფლება.
ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპები საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიების წარმატებით ჩატარების შედეგად, ქვეყანას შესაძლწბლობა მიეცემა უნასპინძლოს ფრირაიდის მსოფლიო ტურს.
ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებითა
და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება,"- აღნიშნულია განცხადებაში.