20 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს განმარტებით ჩაითვალა, რომ წვრილმანი ხულიგნობაა" - საია-ის იურისტი

პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართული აქციის 7 მონაწილე ას-ასი ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელი მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკისრა.

აქციის დროს დაკავებული 3 მონაწილის შემთხვევაში კი სამართალდარღვევა არ დადასტურდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც გარემოს დამცველთა ინტერესებს იცავს, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმოჩნდა, რომ ამ პლაკატის ჭერა წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს, რაც არის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს განმარტებით ჩაითვალა, რომ არის წვრილმანი ხულიგნობა. ეს ყოვლად მიუღებელია და ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცვალოს,“ - განაცხადა საია-ის იურისტმა, ხათუნა ქურდოვანიძემ.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები