ორგანიზაცია პარტიზანული მებაღეობა სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რომლითაც პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართული აქციის 7 მონაწილე ას-ასი ლარით დაჯარიმდა.
სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელი მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკისრა. აქციის დროს დაკავებული 3 მონაწილის შემთხვევაში კი სამართალდარღვევა არ დადასტურდა.
„არ ველოდით მსგავს რეაგირებას. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, სახალხო დამცველი გამოვიდა და თქვა, რომ ეს იქნებოდა ძალიან უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ და გავაგრძელებთ შეკრებებს," - განაცხადა ნატა ფერაძემ.
პარტიზანული მებაღეობის წევრის, კოტე ჩაჩანიძის, აზრით, აქციის დაშლის ბრძანება იყო გაცემული და მათი დაკავება მიზანმიმართულად მოხდა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე