დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. დაშავებულს დახმარებას, სასწრაფო დახმარების ბრიგადა უწევს. ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. ინციდენტის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად კი, გაზის აფეთქებას ასახელებენ.