20 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
„სახელმწიფომ გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებლის გადაწყვეტილებას," - გიორგი კვირიკაშვილი ტარიფის ზრდაზე

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 „ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყანა ენერგეტიკაში და ამას გარდა ვინაიდან ბევრ ენერგო კომპანიას აქვს დოლარში ვალდებულებები, სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებლის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნებული იქნას ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა, რათა შენარჩუნებული იქნას უწყვეტი მიწოდება და რათა განვითარდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, მუშაობა მიმდინარებს სხვადასხვა შესაბამის უწყებებთან, რათა პრემიერს წარუდგინონ სუბსიდირების მექანიზმები.

 „ფინანსთა სამინისტროში დავავალე უკვე ჩემს მოადგილეს, მუშაობენ ენერგეტიკის სამინისტროსთან, ქალაქის მერიასთან, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან ერთად იმაზე, რომ პრემიერს დღეს საღამოს წარმოუდგინოთ სუბსიდირების მექანიზმები, რომელსაც ალბათ ხვალ გაგაცნობთ მოსახლეობას,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები