ელექტროენერგიის გაზრდასთან დაკავშირებით ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ სემეკის გადაწყვეტილებას და ტარიფის გაზრდას ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.
მათი თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი ლობირებს და მიაღწიეს შედეგს.
„მე შემიძლია დავიჯერო ასეთი ზღაპარი, რომ სემეკი კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს და მთავრობა არაფერ შუაშია. მთავრობაში არის ერთი ორი ლობისტი, რომელიც ტარიფების მომატებას მთელი ორი წლის განმავლობაში ლამობს. ისედაც შეკუმშული ეკონომიკა კიდევ უფრო შემცირდება,“ - განაცხადა ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ.
პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი გამოთქვამს ეჭვებს კორუფციულ საფრთხეებთან დაკავშირებით. მისთვის უცნაურია, რატომ აქტიურობს ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კოპანია, რომელიც მალე ქართული ბაზრის დატოვებას აპირებს.
„ტარიფების გაზრდა არის გარდაუვალი. შანტაჟის ენაზე მოასაუბრე, გასაყიდად გამზადებული კომპანიის მფლობელი იწყებს ესეთ ოპერაციას და ვის რა როლი აქვს მთელ ამ პროცესში, ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებაშიც ეხმარებოდეს მათ,“ - განაცხადა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელმა გია ხუხაშვილმა.