სემეკის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდა იყო გარდაუვალი გადაწყევტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, უშუქობა ქვეყანაში რეალური საფრთხე იქნებოდა.
„მეც და სხვა ექსპერტებიც არაერთხელ ვამბობდით, რომ თუ არ მოხდება ტარიფის ზრდა, მაშინ საქართველოს ემუქრება ჩაბნელება. შესაბამისად დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ექნება საშუალება, რომ კვლავ იგივე რეჟიმში განახორციელოს თავის საქმიანობა,“ - განაცხადა ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის „ენერგო პრო“-ს მომხმარებელი, მათ პრაქტიკულად 25 პროცენტით გაუძვირდათ ელექტროენერგიის ღირებულება.