20 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
თიანეთში სახლი დაიწვა - სახანძრო ბრიგადამ ცეცხლის ჩაქრობა წყლის უქონლობის გამო ვერ მოახერხა

სახლი დაიწვა თიანეთში - ადგილზე მისულმა სახანძრო ბრიგადამ კი ცეცხლის ჩაქრობა წყლის უქონლობის გამო ვერ მოახერხა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეხანძრეები წყალს ისევ დაზარალებულებს სთხოვდნენ.

ორსულიანი ოჯახი ღამეს ცხოველების სადგომში ათევს და ხელისუფლებას დროულ დახმარებას სთხოვს. გამგეობამ ვითარების შესწავლა დღეს დაიწყო.

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი განმარტავს, რომ სახლი დიდია და მისი მთლიან რეაბილიტაციას ვერ შეძლებენ.

მისი თქმით, სახლის ნაწილს, შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეაკეთებენ.   

 
დღის ამბები