20 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
ელექტროენერგიაზე ტარიფი თბილისშიც გაიზრდება

სემეკს ცოტა ხანში გადაწყვეტილებსი მიღება თბილისის მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდის შესახებაც მოუწევს. ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში თელასის განაცხადი დღის ბოლოს შევიდა.

თბოელექტრო სადგურებისთვის ტარიფის გაზრდის შემდეგ საკუთარი დანაკლისი თელასმაც დათვალა და ამ თანხის ანაზღაურება ელექტროენერგიის გადასახადის მომატებით მოითხოვა.

რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა კი უკვე 4 თეთრამდე გაზრდილ გადასახადს ელექტრო ენერგიაზე აგვისტოდან გადაიხდის. 

ტარიფის გაზრდის მიუხედავად გადაწყვეტილებას სამართლიანად მაინც არ თვლიან ენერგო პრო ჯორჯიაში. მოსახლოებას რეგიონებში ელექტრო ენრგიის გადასახადი სწორედ ამ კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე გაეზარდა. თუმცა ენერგო პრო სემეკისგან კიდევ უფრო მეტით, 4.8 თეთრით თეთრით გაზრდას ითხოვდა. კომპანიაში თვლიან რომ მიღებული ცვლილება მათ ზამთრის გადატანაში დაეხმარება, თუმცა სავარაუდოდ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თანხები მაინც არ ეყოფათ. ეს კი სისიტემის სტაბილურობას ხელს შეუშლის.  

ტარიფი ამ გადაწყვეტილებით ყველა რეგიონში გაიზარდა, გარდა კახეთისა. 

სემეკის მიერ რეგიონებისთვის დადგენილი ახალი გაზრდილი ტარიფი წლის ბოლომდე იმოქმედებს. ამის შემდეგ ის კვლავ გადაიხედება. ენერგო პრო ჯორჯიაში ვარაუდობენ, რომ ახალი წლის მერე ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდა მარეგულირებელს ისევ მოუწევს.

 

ავტორი: ეკა გაგუა

 
ამავე თემაზე
დღის ამბები