თუ სემეკი თელასის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და ელექტროენერგიის ტარიფს არ გაზრდის შესაძლოა დედაქალაქი უშუქობაში აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ავრცელებს.
ჩალაგაშვილი ამბობს, რომ უკეთეს შემთხვევაში თბილისის მოსახლეობა დენს გრაფიკით მიიღებს.
სპეციალისტების პროგნოზით, ტარიფის ზრდა ფასებს სამომხმარებლო პროდუქციაზე, მათ შორის, პურზე გაზრდის და უარყოფითად აისახება მცირე და საშუალო მეწარმეებზე.
ექსპერტებისთვის დროებითი გამოსავალი სუბსიდირებაა, რომელიც სხელმწიფო ბიუჯეტს კიდევ უფრო დააზარალებს.
ტარიფის გაზრდა მოულოდნელი არ ყოფილა პოლიტიკური პარტიებისთვის. მმართველი გუნდი სუბსიდირების აუცილებლობაზე საუბრობს. ნაციონალური მოძრაობა კი ქართულ ოცნებას ტარიფის განახევრების შესახებ გაცემულ დაპირებას ახსენებს. ოპოზიციის თქმით, შექმნილი ვითარება ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი