ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინიციატივა - საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა ლიცენზიის პირობები დღეს გაიგეს.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, მუშაობის ნებართვისათვის, ავტომობილების მფლობელებს ანგარიშზე 5 ათასი ლარი უნდა ჰქონდეთ.
მძღოლების უმრავლესობა ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მუშაობის შეწყვეტა მოუწევთ.
რატომ არის აუცილებელი ფინანასური გარანტიების მიღება მძღოლებისგან გაუგებარია კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივისთვის.
ვასილ ურუშაძე ფიქრობს, რომ საქალაქთაშორისო გადამყვანებისათვის ლიცენზიების შემოღებით ბიუროკრატიული ბარიერები შეგნებულად იქმნება, რაც ბაზარზე მხოლოდ მონოპოლიას შეუწყობს ხელს.
სპეციალისტების განმარტებით, ცვლილებები მსხვილი კომპანიების სასარგებლოდ შეიმუშავეს, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში რამდენიმე ათასიანი გარანტიის დაწესებას მგზავრების უსაფრთხოებას უკავშირებენ.
პაკეტი პარლამენტში ჯერ არ შესულა. უმცირესობა ამბობს, რომ ამ რედაქციით დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.
საკანონდებლო ცვლილებების მიხედვით მძღოლებს შესაბამისი დიპლომები ან სერთიფიკატები მოეთხოვებათ, თუმცა კონკრეტულად რა დოკუმენტებზეა საუბარი, არ კონკრეტდება.
ავტორები: თეონა ცხომელიძე, რეზო დიდბერაშვილი, ნიკა ლეჟავა