1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9778 ლარს შეადგენს, 1 ევროს ღირებულება კი 3.3843 ლარია - ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები 22 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება.
შეგახსენებთ, დოლარის კურსი, რომელიც 18 თებერვლის ჩათვლით მოქმედებდა - 3.0008 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0230 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 18 თებერვლის ჩათვლით - 3.4113 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0270 ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკი, ეროვნული ვალუტის განახლებულ კურსს 21 თებერვალს გამოაქვეყნებს.