მიხეილს მესხის სტადიონი ახალგაზრდული ოლიმპიადის ეპიცენტრია.
გახსნის ცერემონიალის დეტალებს ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 26 ივლისს, 8 საათსა და 15 წუთზე ახალგაზრდული ოლიმპიადა თბილისში ათლეტთა მარშით გაიხსნება. 2 საათის განმავლობაში სხვადსხვა ფორმით სტუმრები საქართველოს კულტურას და ტრადიციებსაც გაეცნობიან.
სპორტსმენები ერთმანეთს 9 სახეობაში შეეჯიბრებიან. სპორტული შეჯიბრების ჩასატარებლად თბილისში 9 სპორტული კომპლექსი უკვე მზადაა.
ყველაზე მასშტაბური სპორტული კომპლექსი დიღომში აშენებული ”ახალი თბილისია”. აქ მონაწილეები ერთმანეთს 4 სახეობაში შეეჯიბრებიან.
ერთი კვირის განმავლობაში სტუმრები და მონაწილეები ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებენ, სადაც უსაფრთხოების განსაკურებული ზომები აქვთ მიღებული. ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვით არის შესაძლებელი.
„თბილისი 2015”-ისთვის ევროპის 50 ქვეყნიდან 3 ათას 800 სპორტსმენი ჩამოვა.
ავტორები: ნათია მღებრიშვილი, თაზო თხილიშვილი, ტატო გურგენიძე