20 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად კახეთია - განადგურებულია მოსავალი

3 რაიონის მოსავალი მიწასთან არის გასწორებული. ყვარელს, გურჯაანსა და თელავს ვერც სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებმა უშველა.

განადგურებულია ათეულობით ჰექტარი ვენახი, საზამთროს ბაღები და სიმინდის ყანები. ზარალიც შესაბამისად ათეულობით მილიონი ლარით განისაზღვრება.

მოსავლის გარეშე დარჩენილმა კახელი ფერმერები ვერც აგროსესხხების გადახდას შეძლებენ.

ყვარელში, სტიქიის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი იმყოფებოდა. დავით ბაქრაძემ ხელისუფლებას სტიქიით დაზარალებულების დროული დახმარებისკენ მოუწოდა. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ არ იცის, როგორ აუნაზღუარდებათ გლეხებს ზარალი, იმ შემთხვევაში თუ მოსავალი დაზღვეული არ აქვთ.

წინასწარ ვარაუდით, წუხანდელი სტიქიის გამო რეგიონს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალი მიადგა.

 

ავტორები: ია გულიაშვილი, გიგლა თუმანიშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები