შავი ზღვისპირა ქალაქი უკვე მეცხრედ ბათუმის ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ჰიპ-ჰოპის, ჯაზის და პანკის მოყვარულებს დღეიდან საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული საღამოები ელოდებათ. ჯაზფესტივალის პირველი საღამო კი ამ წუთებში ბათუმის კორტებზე მიმდინარეობს.
მთავარ სცენაზე ამ წუთებში უხუცესი მუსიკოსის ჯორჯ კლინტონის კონცერტი მიმდინარეობს.
კლინტონმა საკუთარი 74-ე დაბადების დღე ბათუმში გუშინ აღნიშნა. მას ძალიან მოეწონა აჭარა და ითევზავა კიდეც.
ხუმრობით თქვა, რომ ის წარმოაშობით ქართველი და ორბელიანის გვარისაა.