20 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
საცხოვრებელი სახლის ნგრევისას 10 წლის ბავშვი დაშავდა

საცხოვრებელი სახლის ნგრევისას, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, 10 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 

დაშავებული ჯერ, გურჯაანში შემდეგ კი თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს.  ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიღებული. 

რამ გამოიწვია საცხოვრებელი სახლის ნგრევა ეს ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. 

 

 

 
დღის ამბები