20 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
გმირთა მოედანზე ხვალიდან მოძრაობა შეიზღუდება

გმირთა მოედანზე, ხვალ 12:00 საათიდან რამდენიმე დღით მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაცია ამის შესახებ დედაქალაქის მერიამ გაავრცელა. 

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვის მიზეზი ასფალტის საფარის მოწესრიგება გახდა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე დაზიანებულ მოაჯირებსაც.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 240 000 ლარი დაიხარჯება.



 
დღის ამბები