20 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ხანძარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში

ხანძარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ცეცხლმა სამრეკლო და იქვე მდებარე საცხოვრებელი ჯიხური გაანადგურა. შემთხვევა თბილისში ერთი საათის წინ მოხდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც თვითმხილველები ყვებიან, ცეცხლი შესაძლოა ჯიხურს გაუჩნდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის დროს ჯიხურში მცხოვრები დევნილი ადგილზე არ იმყოფებოდა.

ცეცხლის ლოკალიზება საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლებმა შეძლეს. მაშველებთან ერთად ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება. 

 
დღის ამბები