20 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
რეგიონების შემდეგ თბილისი? - სემეკი თელასის განაცხადის განხილვას იწყებს

თბილისში ელეტქროენერგიის საფასურის გადახედვის თაობაზე თელასის სატარიფო განაცხადის შესწავლას იწყებს დღეიდან ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

ენერგოგამანაწილებელი კომპანია სემეკისგან ტარიფის დადგენას ითხოვს, ამის მიზეზად კი ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შესასყიდი ელექტროენერგიის და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა სახელდება.

როგორც სემეკში განმარტავენ თუ სატარიფო განაცხადი სრულყოფილადაა წარმოდგენილი, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ კომისია უკვე ამ საკითხზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს.

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სემეკს 5 თვიანი ვადა აქვს.

სამომხმარებლო ტარიფი უკვე გაიზარდა რეგიონების მოსახლეობისთვის, გუშინ სემეკის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნა და ღირებულება თითქმის ოთხი თეთრით გაიზარდა.

 
დღის ამბები