დღეიდან ე.წ. ახალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ დააზიანა.
რა ფორმით წარიმართება პროცესი სპეციალური თათბირის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც თბილისის მერიაში გაიმართება.
საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ასევე დღეიდან გმირთა მოედანზე. სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარის დაგება იწყება.
შეზღუდვები ძალაში დღის 12 საათიდან შედის და რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნება.
საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 240 000 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოების ფარლებში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის ახალი ფენა დაიგება და მოეწყობა კუნძულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე დაზიანებულ მოაჯირებსაც.