20 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ხმაური სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციასთან - მომიტინგეები პოლიციის შენობაში შეიჭრნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას ექსპერტიზის გაყალბებასა და შესაძლო დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებენ. სამმართველოს უფროსთან შეხვედერისა და გამოძიების დეტალების გაცნობის მოთხოვნით, მოქალაქეები დილიდან აქციას მართავენ. მათი ნაწილი სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად პოლიციაში შეიჭრა.

შენობასთან შეკრებილებს კითხვები ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით აქვთ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სუს-ის უფროსი 9 თვის წინ აფხაზეთის სუს-ის მთავარი სამმართველოს შენობაში აფეთქდა. გარდაცვლილის ოჯახის ინფრაოცმიით, შემთხვევის ადგილიდან გამქრალია სეიფი, სადაც ფოტოაპარატი, ტელეფონის აპარატები და კონტაქტები ინახებოდა და წაღებულია ლაგვიალავას პირადი კომპიუტერიც.

გარდა ამისა, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ახლობლების განცხადებით, გაყალბებულია გვამის ექსპერტიზაც. მათი მტკიცებით, ლაგვილავა მოკლეს, აფეთქება კი კვალის დაფარვის მიზნით მოხდა.

 
დღის ამბები