თელავის მეოცე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დატბორილ საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებს ალაგებენ. ერთი ნაწილი კი სოფელში ღვარცოფის შედეგად დაბინძურებული გზების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს.
ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი, რომელმაც ჯარისკაცების სოფელში შეყვანის ინიციატივით თავდაცვის სამინისტროს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით მოსული სტიქიის შედეგად სოფელ ახაშენში 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა.