მიიღებს თუ არა თბილისის მოსახლეობა ელექტოენერგიის გაძვირების შემთხვევში შეღავათებს, ამაზე განმარტება დედაქალაქის მერმა გააკეთა. დავით ნარმანიას თქმით, გადაწყვეტილება შეთანხმებული იქნება ცენტრალურ მთავრობასთან.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება საერთო პოლიტიკა და ამ პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიაც დაუდგება თითოეულ იმ ოჯახს გვერდით, ვისაც სჭირდება ჩვენი თანადგომა,“ - განმარტა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი