გიორგი ციციშვილმა პირი ამოიკერა. ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის ბრალდებულმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და უკვე 27 დღეა შიმშილობს. განცხადება დღეს ციციშვილის ადვოკატმა გააკეთა. მისი განმარტებით, ბრალდებული ნარკოტიკების ჩადებას აპროტესტებს.
ზურაბ ბელთაძის განმარტებით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ პროკურატურის მტკიცებულებაზე ბრალდებულის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ადვოკატის განცხადებით, გიორგი ციციშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ისინი 20 აგვისტოს ჩანიშნული საქმის განხილვის გადმოწევას ითხოვენ.