თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩასახლებული დევნილების ნაწილი ოლიმპიადის ჩაშლით იმუქრება.
საცხოვრებელი ფართების გადაცემის მოთხოვნით ისინი პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვას გეგმავენ.
დევნილები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ საცხოვრებელი ფართების გადაცემას ოლიმპიურ სოფელში პირდებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სამინისტროსგან უარი მიიღეს.
დევნილები მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ და დევნილთა სამინისტროსა და პრემიერს მიცემული პირობის შესრულებას სთხოვენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ დევნილებს 16 კორპუსს ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ გადასცემდა. სამი თვის შემდეგ პრემიერმა განცხადების ტექსტი შეცვალა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დევნილების შესახლება ოლიმპიური სოფლის 8 კორპუსში იგეგმება.
კომპანია ჰოალინგ ჯგუფში, რომელიც ოლიმპიურ სოფელს აშენებს, ამბობენ, რომ სახელმწიფომ დეველოპერული პროექტის 21 კორპუსიდან დევნილთა შესახლების მიზნით 8 შეიძინა.
დღეს დევნილთა სამინისტრომ ვებგვერდზე იმ პირთა პირველადი სია წარმოადგინა, რომელთა შესახლებაც ოლიმპიურ სოფელში იგეგმება.
სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული 10 ათასი პირიდან მხოლოდ 600-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება, რომელებიც დაბალ ქულებს მიიღებს.
ავტორები: ირინა კეჭაყმაძე