საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 2004 წლამდე გაცემული მაგისტრატურის დიპლომებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს არ აღიარებს.
ჯიპას მაგისტრის დიპლომების ირგვლივ არსებული პრობლემების შემდეგ დღეს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მენეჯმენტში პირველი განცხადება გაკეთდა.
მიუხედავად იმისა, რომ 11 წლის წინ გაცემული მაგისტრის ხარისხის მფლობელების ნაწილს დოქტურანტურაში ჩაბარებაზე პრობლემა შეექმნათ, ლევან სამადაშვილი ამბობს, რომ დიპლომის აღიარებას საფრთხე არ ემუქრება, მომხდარს კი გაუგებრობით ხსნის.
ჯიპას სამაგისტრო კურსი 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში ორის ნაცვლად 1-წლიანი იყო. ყოფილი სტუდენტების ნაწილს პრობლემა სწორედ ამის გამო შეექმნა.
დღეს განათლების მინისტრი შექმნილ აჟიოტაჟს კონკრეტული ხარვეზებით ხსნის.
განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, გიორგი მარგველაშვილს ადანაშაულებს, რომელიც სწორედ იმ წლებში ინსტიტუტის რექტორი იყო.
მისი თქმით, მთავრობას 1-წლიანი სამაგისტრო კურსის დიპლომების ამნისტირება უნდა გამოეცხადებინა.
ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ტატო გურგენიძე, ლიკა გოგიშვილი