20 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ალაზანში 16 წლის ბიჭი დაიხრჩო

ალაზანში 16 წლის ბიჭი დაიხრჩო. გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, მუჰამედ ბორჩაშვილია.

ის ალაზნის სარწყავ არხში ბანაობის დროს დაიხრჩო. ბიჭი მდინარეზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მეგობარმა მისი შველა ვერ შეძლო და უბედური შემთხვევის შესახებ სოფელს შეატყობინა. 

დამხრჩვალი მოზარდი მდინარიდან მოსახლეობამ სამაშველო სამსახურის მისვლამდე ამოიყვანა.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სახლშია გადასვენებული.

 
დღის ამბები