ტარიფის გაძვირება ავტომატურად გაზრდის იმ პროდუქციის ფასებს, რომელიც ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. მათ შორის პურზეც, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრიდან უკვე მომატებული ფასებით გაიყიდება.
რეგიონებში მეწარმეებმა ჯერ არ იციან, რამდენი თეთრით გაძვირდება პურის ფასი.
ელექტროენერგიის გაძვირების გამო ფასები, შესაძლოა, საქართველოში შეკერილ სამოსზეც გაძვირდეს.
ქუთაისში არსებულ სამკერვალო ქარხანაში აღნიშნულზე ფიქრი უკვე დაიწყეს.
რეგიონებში მომსახურების გაზრდას აპირებენ სილამაზის სალონებიც.
მათი გათვლებით, ელექტროენერგიის ტარიფის 4-თეთრიანი მატება მომსახურებას, სავარაუდოდ, 30%-ით გაზრდის.
სალონებში არ გამორიცხავენ, რომ შემოდგომიდან ფასების ზრდასთან ერთად მომხმარებელი შემცირდეს.
გაძვირებული პროდუქტი შესაბამისად მომხმარებლების რაოდენობას შეამცირებს, რაც საბოლოო მოსახლეობასთან ერთად ბიზნესსაც რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
მცირე ბიზნესისა და საწარმოების მეპატრონეები ელექტროენერგიის საფასურს ახალი ტარიფით აგვისტოდან გადაიხდიან. მათთან ერთად რეგიონებში მილიონზე მეტი აბობენტი გაზრდილი ტარიფით ქვითრებს სექტემბრის დასაწყისში მიიღებს.
ენერგო-პრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ სხვადასხვა საფეხურის მომხმარებელისთვის თანხის მატება განსხვავებული იქნება.
რეგიონებში სამომხმარებლო ტარიფი ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ენერგო-პრო ჯორჯიას განაცხადის საფუძველზე გაზრდა. სადიტრიბუციო კომპანიის მილიონზე მეტ აბონენტს ტარიფი თითქმის 4 თეთრით მოემატა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი