20 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
NASA-მ დედამიწის მსგავსი პლანეტა იპოვა - მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მასზე წყალი არსებობს

6 წლის წინ გაშვებულმა ტელესკოპმა მზის სისტემის მიღმა აღმოჩენილ ციურ სხეულებს შორის ახალი პლანეტა შენიშნა, რომელიც დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს.

"დედამიწა 2", როგორც მას NASA-ს მეცნიერები მოიხსენიებენ, ჩვენს პლანეტასთან შედარებით დიდი ზომისაა და ათა 1400 სინათლის წელიწადის დაშორებით, გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

კეპლერის ტელესკოპმა NASA-ს მეცნიერებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაცემი გამოუგზავნა.

ახალი პლანეტაც მზის მსგავსი, მაგრამ მასზე უფრო დიდი ხნის ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, ანალოგიურია მათ შორის არსებული მანძილიც.

NASA-ს მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოდელიდან გამომდინარე ახალი ციური სხეულიც კლდოვანია და მასზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტი – წყალიც არსებობს თხევად მდგომარეობაში.

ტელესკოპის მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ დედამიწისგან განსხვავებით, ახალი პლანეტა სრული ბრუნვის ციკლს შედარებით მეტ დროს – 385 დღეს ანდომებს.

 

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, სოფო ვარდიაშვილი, ირინა ჯორბენაძე. 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები